ფეხბურთი

15:50 | 4.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

“სევილიას” რაკიტიჩი არ ეთმობა

“სევილიას” პრეზიდენტი ხოსე კასტრო დარწმუნებულია, რომ ნახევარმცველ ივან რაკიტიჩს შეინარჩუნებს. მისი განცხადებით, ანდალუსიელებთან ხორვატთან თანამშრომლობის გაგრძელება სურთ.

“რაკიტიჩს წინადადებით მივმართეთ და ჩვენი ბიუჯეტის გათვალისწინებით, საკმაოდ კარგი შეთავაზება გამოვიდა. ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ თანამშრომლობის გაგრძელება გვინდა. გვინდა, რაკიტიჩი დარჩეს და გუნდი გაძლიერდეს, რათა გულშემატკივრები გავახაროთ.

მიუხედავად ყველაფრისა, თუ ვინმეს წასვლა სურს, არ დავაკავებთ. გავყიდით, მაგრამ ჩვენი მოთხოვნები გვექნება. სიმშვიდეს ვინარჩუნებთ, რადგან ვინმეს გაყიდვის საჭიროებას ვერ ვხედავთ”, - განუცხადა ხოსე კასტრომ ესპანურ მედიას.

 

0.116269