„სევილიასა“ და ლა კორუნიის „დეპორტივოს“ მატჩში 3 ქულა ანდალუსიელებს დარჩათ. ამ დაპირისპირების მთავარი მოვლენები პირველ ტაიმში წარიმართა – „რამონ სანჩეს პისხუანზე“ შეკრებილმა გულშემატკივრებმა 4 გოლი იხილეს და გამარჯვებულის ვინაობაც საწყის 45 წუთშივე შეიტყვეს.
უნაი ემერის გაწვრთნილები მატჩის დებიუტშივე დაწინაურდნენ – კოკეს ჩაწოდების შემდეგ, ივან რაკიტიჩმა თავისთვის უჩვეულოდ, თავური დარტყმით დააწინაურა მასპინძლები. რამდენიმე წუთში, „ჩილელმა პიტბულმა“ – გარი მედელმა სევილიელთა უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა.
ანგარიშში სხვაობა 32–ე წუთზე შემცირდა, მაგრამ ამაში ლა კორუნიელებს წვლილი ნაკლებად მიუძღვით – შეცდომა სევილიელმა ჟოფრეი კონდოგბიამ დაუშვა, რომელმაც ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.
ტაიმის დასრულებადმე 5 წუთით ადრე, მედელი ალბერტო მორენოს ჩაწოდებულ ბურთს მეტოქის საჯარიმოში დაუხვდა და როგორც შემდეგ გაირკვა, საბოლოო ანგარიში – 3:1 დააფიქსირა.
სევილია. „რამონ სანჩეს პისხუანი“.
სევილია – დეპორტივო 3:1 (3:1)
სევილია: ბეტუ, კოკე (ბოტია 46), ფასიო, სპაჰიჩი, მორენო, მედელი, კონდოგბია (სტევანოვიჩი 79), ნავასი, რაკიტიჩი, რეიესი (მანუ 71), ნეგრედო.
მწვრთნელი: უნაი ემერი
დეპორტივო: არანსუბია, სილვიუ, კაშტრუ, კაკა, ევალდუ, ასუნსაუ (ოლივეირა 66), ალექსი (ვალერონი 57), აგილარი, გამა, პიცი, რიკი (სალომანი 76).
მწვრთნელი: ფერნანდო ვასკესი
გოლები: 1:0 რაკიტიჩი (6), 2:0 მედელი (27), 2:1 კონდოგბია (32ს.კ), 3:1 მედელი (40)
გაფრთხილებები: კონდოგბია (36), კოკე (43), ბოტია (65), რაკიტიჩი (74), სპაჰიჩი (90) – აგილარი (14), ასუნსაო (44)
კარში დარტყმა: 16 (9) – 9 (6) ჯარიმა: 21 - 5 კუთხური: 6 - 7 თამაშგარე: 1 - 1 ბურთის ფლობა: 62% - 38% სეივი: 5 – 7
1. | ბარსელონა | 23 | 20 | 2 | 1 | 78:26 | 62 | |
2. | ატლეტიკო | 23 | 16 | 2 | 5 | 44:23 | 50 | |
3. | რეალი | 23 | 14 | 4 | 5 | 58:22 | 46 | |
4. | ვალენსია | 23 | 11 | 6 | 6 | 36:21 | 39 | |
5. | მალაგა | 23 | 11 | 4 | 8 | 32:35 | 37 | |
6. | რაიო | 23 | 12 | 1 | 10 | 33:39 | 37 | |
7. | სოსიედადი | 23 | 10 | 6 | 7 | 37:29 | 36 | |
8. | ბეტისი | 23 | 11 | 3 | 9 | 31:34 | 36 | |
9. | ლევანტე | 23 | 10 | 3 | 10 | 29:35 | 33 | |
10. | სევილია | 24 | 9 | 5 | 10 | 33:35 | 32 | |
11. | ვალიადოლიდი | 23 | 8 | 6 | 9 | 32:29 | 30 | |
12. | ხეტაფე | 23 | 8 | 5 | 10 | 29:42 | 29 | |
13. | ესპანიოლი | 23 | 7 | 7 | 9 | 30:34 | 28 | |
14. | გრანადა | 23 | 7 | 5 | 11 | 22:32 | 26 | |
15. | ბილბაო | 23 | 7 | 5 | 11 | 29:46 | 26 | |
16. | სარაგოსა | 23 | 7 | 3 | 13 | 23:33 | 24 | |
17. | ოსასუნა | 23 | 5 | 7 | 11 | 19:27 | 22 | |
18. | სელტა | 23 | 5 | 5 | 13 | 21:28 | 20 | |
19. | მალიორკა | 23 | 4 | 6 | 13 | 23:43 | 18 | |
20. | დეპორტივო | 24 | 3 | 7 | 14 | 28:54 | 16 |
16 თებერვალი: ხეტაფე – სელტა, მალაგა – ბილბაო, გრანადა – ბარსელონა, ოსასუნა – სარაგოსა.
17 თებერვალი: ოსასუნა – სარაგოსა, სოსიედადი – ლევანტე, ვალენსია – მალიორკა, ვალიადოლიდი – ატლეტიკო, ესპანიოლი – ბეტისი, რეალი – რაიო.
ბომბარდირები
მესი („ბარსელონა“) – 35, რონალდუ („რეალი“)– 24, ფალკაო („ატლეტიკო“) – 19, ადურისი („ბილბაო“), კასტრო („ბეტისი“) – 12, სოლდადო („ვალენსია“) – 11.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რამე სხვა სპორტული საიტი არ იცით, აქ მე მეტი შემომსვლელი აღარ ვარ.
ras erCodit am saiiits fuu damekarga aqshemosvlis survili
დეპორტივოს მგონი ყველა მოუგებს ვისაც არ დაეზარება
rauqenit saits ra aris es to
dametxara tvalebi..aq damceris hemtavad kidev ....tfui tqven saits
medeli magari kacia
Sawyali saiti eS ra uqenit kamikadzeebi xart to ese udonod ratom gadaaketet: ))