ფეხბურთი

17:30 | 10.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

“სევილიას” ჰონდა სურს

ესპანური “სევილია” მოსკოვის ცსკა-ს ნახევარმცველის – კეისუკე ჰონდას შეძენით სერიოზულად არიან დაინტერესებულნი. Estadiodeportivo-ს ცნობით, მძიმე ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად, ანდალუსიელები იაპონელის სანაცვლოდ სოლიდურ თანხას იხდიან.

რამდენადაც ცნობილია, სევილიელები ჰონდაში 20 მილიონი ევროს გადასახდელად არიან მზად. საგულისხმოა, რომ იაპონელ პლეიმეიკერს იტალიური “მილანიც” იწვევს, ასე რომ, “სევილიას” სერიოზული კონკურენტი ჰყავს.

ცნობისათვის, რუსეთის ჩემპიონატის გასულ სეზონში, ჰონდამ 23 მატჩი ჩაატარა და 7 გოლით გამოირჩა.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11813