გერმანელი ნახევარამცველი პიოტრ ტროხოვსკი “სევილიას” ფეხბურთელი აღარაა. მხარეებმა კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს.
ტროხოვსკი “სევილიაში” 2011 წელს გადავიდა. პირველივე სეზონში მან 40 თამაში ჩაატარა. მომდევნო 2 წლის განმავლობაში, ტრავმების გამო, პოლონური წარმოშობის ფეხბურთელი მოედანზე მხოლოდ 30-ჯერ გამოჩნდა.
“სევილიასთან” კონტრაქტის გაწყვეტა ნიშნავს, რომ 30 წლის ფეხბურთელი თავისუფალი აგენტია და მას ახალი კლუბის მოძებნა შეუძლია.