ფეხბურთი

16:34 | 23.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“სევილია” რაკიტიჩთან მოლაპარაკებას იწყებს

ესპანური “სევილია” ყველა ღონეს ხმარობს იმისთვის, რომ ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი შეინარჩუნოს. ესპანური პრესის ცნობით, ანდალუსიელები ხორვატს განახლებულ კონტრაქტს შესთავაზებენ.

მხარეებს შორის მოლაპარაკება უახლოეს პერიოდში დაიწყება. სადღეისოდ, რაკიტიჩის კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა 40 მილიონი ევროა. ფეხბურთელის მხარეს სურს, რომ ახალი ხელშეკრულების ძალით, ეს თანხა მნიშვნელოვნად შემცირდეს და “სევილია” ამაზე თანახმაა.

პრიმერა დივიზიონის მიმდინარე სეზონში, რაკიტიჩმა 8 გოლი და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა.

 

0.120234