ფეხბურთი

14:25 | 1.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

"სევილია" მორენოს "ლივერპულში" არ გაუშვებს

 

"ლივერპული" მზადაა "სევილიის" მცველ ალბერტო მორენოში 20 მილიონი ევრო გადაიხადოს, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობამ ფეხბურთელის შენარჩუნება გადაწყვიტა.

ესპანური პრესის ცნობით, ანდალუსიელები ფეხბურთელების შენარჩუნებას გეგმავენ, რათა შემდეგ სეზონში კლუბმა პრიმერადივიზიონში წარმატებულად ითამაშოს.

ალბერტო მორენო ესპანეთის ნაკრების თავკაცმა ვისენტე დელ ბოსკემ მუნდიალის განაცხადს მიღმა დატოვა. გასულ სეზონში მორენომ 28 მატჩში 3 გოლი გაიტანა.

გიორგი ბალახაძე

0.114539