ფეხბურთი

13:33 | 4.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

“სევილია” დე ზეუვით დაინტერესდა

მოსკოვის “სპარტაკის” ნახევარმცველი დემი დე ზეუვი, რომელიც იჯარის წესით ბელგიურ “ანდერლეხტში” ასპარეზობს, ესპანური “სევილიას” სატრანსფერო სამიზნეა. Estadio Deportivo-ს ცნობით, ანდალუსიელები ჰოლანდიელით გაძლიერებას ზაფხულში ეცდებიან.

ესპანელები სატრანსფერო წინადადებას აქტიურად ამზადებენ, მაგრამ მის დეტალებს ჯერ არ ახმაურებენ. თავის მხრივ, დე ზეუვი “სპარტაკიდან” წასვლას არ გამორიცხავს და დიდია ალბათობა იმისა, რომ არჩევანი სევილიელთა სასარგებლოდ შეაჩეროს. მით უმეტეს, ანდალუსიელებს ჰოლანდიელისთვის კარგად ნაცნობი მწვრთნელი უნაი ემერი თავკაცობს.

ცნობისათვის, დე ზეუვს, რომელიც ერთ დროს “ალკმაარში” შოთა არველაძის თანაგუნდელი იყო, “სპარტაკთან” კონტრაქტი 2014 წლამდე აკავშირებს.

 

0.127874