ფეხბურთი

13:32 | 21.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

“სევილია” ჩემპიონთა ლიგაში დაბრუნებას უმიზნებს

მიუხედავად იმისა, რომ “სევილიამ” ესპანეთის პრიმერა დივიზიონის წლევანდელი სეზონი ცუდად დაიწყო, გუნდის მთავარი მწვრთნელი უნაი ემერი საკუთარი შეგირდების წინაშე მაღალ მიზნებს აყენებს.

პრინციპში, ამის საფუძველი არსებობს, რადგან ჩემპიონატის შუაში “სევილიამ” სიტუაცია გამოასწორა და სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში აინაცვლა. გარდა ამისა, ესპანელებმა მოიგეს ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპი.

ამ ყველაფერმა 42 წლის ესპანელ სპეციალისტს ოპტიმიზმის საფუძველი მისცა და Football Espana-სთან საუბრისას განაცხადა, რომ მიზნად მოწინავე ოთხეულში მოხვედრა და ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნება დაისახა.

“განვაგრძობთ გუნდის შენებას და “ვილიარელთან” მატჩიც მიზნისკენ გადადგმული კიდე ერთი ნაბიჯი იქნება. მეტოქეს კარგი გუნდი ჰყავს, რომელიც სეგუნდა დივიზიონში სულ შემთხვევით აღმოჩნდა. ახლა მათ მოწინავე პოზიციები უკავიათ და თუ გამოვრიცხავთ ტოპ სამეულს, მეოთხე ადგილისთვის “ვილიარეალი”, “სევილია”, “რეალ სოსიედადი” და “ხეტაფე” იბრძვიან. სეზონის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორი გზაა გასავლელი, მაგრამ ჩვენი მიზანი მეოთხე ადგილის დაკავებაა და ამის პოტენციალი გაგვაჩნია. შეიძლება ვინმეს ეს ამბიციურ მიზნად მოეჩვენოს, მაგრამ სეზონის დაწყებამდე სწორედ ამ ადგილის დაკავებას ვგეგმავდით” - განაცხადა ემერიმ.

 

0.114897