ფეხბურთი

12:42 | 11.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

სესკმა ტერფი იტკინა

 

კატალონური “ბარსელონას” შემტევმა ნახევარმცველმა სესკ ფაბრეგასმა ტერფი იტკინა და დიდ იალბათობით ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს გუაიკილში ეკვადორის ნაკრებთან გასამართ ამხანაგურ მატჩში ვერ დაეხმარება.

26 წლის ფეხბურთელი მალაიზიის ჩემპიონატის ვარსკვლავებთან 3:1 მოგებული შეხვედრის 83-ე წუთზე დაშავდა და მოედანი კოჭლობით დატოვა - “მან ტერფში ძლიერი დარტყმა მიიღო” – განაცხადა ნამატჩევს მარტინომ.

ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ხშირი იყო საუბარი, რომ ფაბრეგასი “ბარსელონას” დატოვებდა და კარიერას “მანჩესტერ იუნაიტედში” გააგრძელებდა, თუმცა, თავად ფეხბურთელმა განაცხადა, რომ კატალონიის დედაქალაქში რჩება.

 

 

0.128548