“რეალის” მცველს, სერხიო რამოსს “ოსასუნასთან” მიღებული ერთი ყვითელი ბარათი გაუუქმეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მადრიდელთა უკანახაზელი “ვალენსიას” წინააღმდეგ თამაშს მოახერხებს.
ლა ლიგის გასულ ტურში, “ოსასუნასთან” გამართულ მატჩში (2:2) რამოსმა 2 ყვითელი ბარათი მიიღო, რაც წითელ ბარათსა და ავტომატურად ერთმატჩიან დისკვალიფიკაციაში გადაიზარდა. მადრიდელებმა პირველი გაფრთხილება გაასაჩივრეს და შედეგსაც მიაღწიეს – “ვალენსიასთან” გასამართი მატჩის წინ რამოსს დისკვალიფიკაცია მოეხსნა.
რამოსის დისკვალიფიკაციის მოხსნა კარლო ანჩელოტისთვის ძალიან კარგი ამბავია, რადგან “ვალენსიასთან” მატჩს მადრიდელები სერიოზული საკადრო პრობლემებით ხვდებიან. “რეალში” სულ 3 ცენტრალური მცველი ირიცხება. ვარანი ტრავმირებულია, ხოლო პეპეს ყვითელი ბარათების ლიმიტი აქვს ამოწურული და “ღამურებთან” ვერც ის ითამაშებს.