ფეხბურთი

15:09 | 23.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

სერხიო რამოსი: “შეცდომის უფლება არ გვაქვს”

მადრიდის “რეალის” მცველმა სერხიო რამოსმა ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მიმდინარე გათამაშება განსაკუთრებული სირთულით გამოარჩია. მოგეხსენებათ, წლეულს, კატალონიის “ბარსელონას” გარდა, “სამეფო კლუბის” კონკურენტი მადრიდის “ატლეტიკოცაა”.

“ჩემპიონობისთვის ბრძოლა საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობს. სამწუხაროდ, მიმდინარე სეზონში უკვე ბევრი ქულა დავკარგეთ. “ბარსელონა” და “ატლეტიკო” ისე თამაშობენ, რომ შეცდომის უფლება არ გვაქვს. ყოველ მატჩში საუკეთესო ფეხბურთი უნდა ვაჩვენოთ”, - განაცხადა რამოსმა “ვალენსიასთან” ესპანეთის პრიმერა დივიზიონის უკანასკნელ ტურში გამარჯვების (3:2) შემდეგ.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119843