ფეხბურთი

11:32 | 27.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

სერხიო რამოსი: “მიუნხენში სიკვდილ-სიცოცხლის მატჩი გველის”

 

მადრიდის “რეალის” მცველმა სერხიო რამოსმა, 29 აპრილს მიუნხენში ადგილობრივ “ბაიერნთან” გასამართი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საპასუხო მატჩის მოლოდინებზე ისაუბრა.

“სამეფო კლუბმა” “სანტიაგო ბერნებაუზე” მინიმალური ანგარიშით იმარჯვა (1:0), 28 წლის ფეხბურთელის კომენტარი კი, კლუბის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.

“კმაყოფილები ვართ იმ სამუშაოთი, რომელიც ძლიერი მეტოქის, თასის მფლობელის წინააღმდეგ პირველ თამაშში ჩავატარეთ. სამწუხაროდ, “ყვითელ ბარათზე ვკიდივარ” და ამაზე ფიქრი თავიდან არ ამომდის. ძალიან მინდა ყველაფერი ისე განვითარდეს, როგორც ჩვენ წაგვადგება და ფინალში ვითამაშო, თუმცა, ამის გამო საპასუხო მატჩში ნაკლები ინტენსიურობით თამაშს არ ვაპირებ და მაქსიმუმს გავიღებ. ამჟამად ფინალში გასვლაზე უნდა ვიფიქროთ და არა თავად ფინალზე. მიუნხენში სიკვდილ-სიცოცხლის მატჩის გასამართად მივდივართ” - თქვა სერხიო რამოსმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115691