მადრიდის “რეალის” მცველი სერხიო რამოსი, რომელმაც “ბარსელონასთან” 1:2 წაგებულ შეხვედრაში პოზიცია შეიცვალა და ნახევარდაცვის ცენტრში ითამაშა, საკუთარი გუნდის გარჯით კმაყოფილი დარჩა.
“მეტოქის კარში ასპროცენტიანი თერთმეტმეტრიანი არ დანიშნეს და ამ მომენტში რეფერიმ “რეალის” წინააღმდეგ იმოქმედა. ასეთი რამ ხშირად ხდება და ვერაფერს გავაწყობთ. ჩვენ ძალიან კარგად ვმოქმედებდით ძალიან ძლიერი გუნდის წინააღმდეგ. დიდი ხანია ასეთი “ბარსელონა” არ გვინახავს, რომელსაც თავისი ფეხბურთის თამაში უჭირდა” - უთხრა Marca-ს სერხიო რამოსმა.
ამ მარცხის შემდეგ “რეალი” 22 ქულით მე-3 საფეხურზე რჩება და ლიდერ “ბარსელონას” უკვე 6 ქულით ჩამორჩება.