მსოფლიოს 2014 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ბელარუსის ნაკრებთან მატჩამდე, ესპანეთის ეროვნული გუნდის მცველმა სერხიო რამოსმა განაცხადა, რომ მომავალ მეტოქეს სიურპრიზის შეთავაზება შეუძლია.
“მოწინააღმდეგე კარგად შევისწავლეთ. დიდი ალბათობით, ბელარუსი დაცვიდან ითამაშებს და აქცენტს კონტრშეტევებზე გააკეთებს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ამ გუნდს სიურპრიზების შეთავაზება არ შეუძლია. თუ ესპანეთი მისთვის ჩვეულ ფეხბურთს ითამაშებს, გაიმარჯვებს”, – იუწყება რამოსის სიტყვებს გამოცემა Marca.
ესპანეთის ნაკრებმა, ბელარუსთან და საქართველოსთან მატჩებისთვის მზადება სამშაბათს დაიწყო. გუნდის პირველი წვრთნა ანდრეს ინიესტამ და ხერარდ პიკემ გამოტოვეს. “ბარსელონას” ორივე ფეხბურთელი სატრენაჟორო დარბაზში ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობდა. დანარჩენი მოთამაშეები სრულად დაიტვირთნენ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
დორტმუნდს დახატავდა მართლაც. ჭირდებათ მაგათ გამოცდილი ფეხბურთელი შეტევაში
7 ლიმონად თუ იყიდება მიდი კლოპ დაითრიე მაგ ფასის საქმეს კი გააკეთებს