“მანჩესტერ სიტის” ახალწვეულმა სერხიო აგუერომ იმ მიზნებზე ისაუბრა, რომელთა შესასრულებლადაც ინგლისში გადაბარგდა.
“იმედი მაქვს, “სიტის” ისეთივე წარმატებას მოვუტან, როგორიც დიეგო მარადონამ - “ნაპოლის”. აქ გუნდის დასახმარებლად და ტიტულების მოსაგებად მოვედი. თუკი ამას პირველივე სეზონში მოვახერხებ, შესანიშნავი იქნება”, - განაცხადა არგენტინელმა The Daily Mail-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ სერხიო აგუერომ ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში 6-ჯერ აიღო მეტოქეთა კარი. ბომბარდირთა დავაში 23 წლის ფორვარდი ედინ ჯეკოსთან ერთად მეორე ადგილს ინაწილებს. პირველი ადგილი უეინ რუნის უკავია (8 გოლი).







