თამაშგარე

11:55 | 12.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

სერხიო აგუერო კარგი მამაა

არგენტინელი თავდამსხმელის, სერხიო აგუეროს ექს-მეუღლე, დიეგო მარადონას ქალიშვილი, ჯიანინა მარადონა აღიარებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სერხიოსთან ცოლ-ქმრული ურთიერთობა აღარ აკავშირებს, (აგუერო მარადონას ქალიშვილს ოფიციალურად გაშორდა) “სიტის” თავდამსხმელი ძალიან კარგი მამაა და შვილს ყურადღებას არ აკლებს.

მარადონას ასულის თქმით, სერხიოს თავისი ვაჟიშვილი ძალიან უყვარს, ხშირად ნახულობს და შვილის ფეხბურთელად გახდომისათვის თადარიგი ახლავე აქვს დაჭერილი.

როგორც იცით, სერხიოსა და ჯიანინას საერთო შვილს მეტად საგულისხმო სახელი, დიეგო-ლეო აგუერო ჰქვია. მისი ბაბუა მარადონაა, მამა აგუეროა და ნათლია კი ლეო მესია. აბა ასეთი სახელისა და გვარის მქონე ბავშვი ფეხბურთელი რომ არ გახდეს მართლაც დიდი სირცხვილი იქნებოდა, თუმცა წინასწარ მაინც ვერავინ განსაზღვრავს ადამიანის მომავალსა და სვე-ბედს...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.150746