კალათბურთი

17:46 | 26.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

სერჟ ასელაინი კარიერას “რუსთავში” აგრძელებს

სუპერლიგის აფრიკელი ლეგიონერი, ფორვარდი სერჟ ასელაინი (29.10.91, 198სმ, 92კგ) კარიერას ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონ “რუსთავში” გააგრძელებს.

ამის შესახებ, “მსოფლიო სპორტს “რუსთავის” პრესსამსახურის წარმომადგენელმა ნათია ჯიოშვილმა განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ ასელაინი სუპერლიგაში ერთი წლის წინ გამოჩნდა, რომელმაც სეზონი თსუ-ში გაატარა. იგი გუნდის ერთ-ერთ ლიდერი იყო და ხშირად ორმაგ დუბლებსაც ასრულებდა.

დავით არწივიძის შემდეგ, ასელაინი “რუსთავის” მეორე ახალწვეულია. გუნდი კი, სხვადასხვა მიზეზით, ნეით ბოუიმ, კაელ ნელსონმა, იოვან სტეფანოვმა, ჟოლივეტ ტუჯანი-ტალბამ, რევაზ ათანელიშვილმა და გოგა ცეკვავამ დატოვეს.


0.1132