კალათბურთი

17:01 | 4.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

სერია ქუთაისში გაგრძელდება და დასრულდება

 “სოხუმისა” და “ქუთაისის” გუშინდელი დაპირისპირების შესახებ ვწერდით, რომ მალხაზ კოხრეიძის გუნდის წევრებს თამაში არ წაუვიდათ, რასაც უიღბლობაც დაერთო (სტუმართა მიერ ნატყორცნი ბურთი რამდენჯერმე ამოვარდა კალათადან), სოხუმელებმა კი მონდომებით, მობილიზებულად იასპარეზეს და მეოთხედფინალურ სერიაში მეორე მოგება სავსებით დამსახურებულად მოიპოვეს. დღეს ქუთაისელები ფსიქოლოგიურად (მოწინააღმდეგესთან შედარებით უფრო გრძელი სათადარიგო სკამის პირობებში) უკეთ მომზადებულები შეხვდნენ სერიის მეოთხე შეხვედრას. ეს პირველსავე პერიოდში იგრძნობოდა.

სტუმრები თავიდანვე დაწინაურდნენ და თუკი გუშინ საწყისი მეოთხედი “სოხუმმა” 10 ქულიანი ჰანდიკაპით მოიგო, დღეს რიონისპირელებმა პირველ პერიოდში 22:10 იმარჯვეს. ეს სხვაობა დავით ბარბაქაძისა და აკაკი დვალიშვილის დამსახურებაა. საწყის ათწუთიან მონაკვეთში ქუთაისელთაგან ქულები მხოლოდ მათ ანგარიშზე დაირიცხა – ბარბაქაძემ 14, დვალიშვილმა კი 8 ქულა მოუტანეს საკუთარ გუნდს.

მეორე პერიოდი ლევან ცეკვავას ორქულიანით გაიხსნა და “ქუთაისის” უპირატესობამ 14 ქულას მიაღწია (24:10), თუმცა, ძირითადად ირაკლი ჩლაიძის სამქულიანებით სოხუმელებმა 10:0 “გაქცევა” მოაწყვეს (20:24). პირველი ტაიმის მიწურულამდე ბრძოლა გარდამავალი უპირატესობით წავიდა, შესვენების წინ კი დასკვნითი აკორდი სოხუმელთა კაპიტანმა ჩლაიძემ 2+1-ით დასვა და მეორე მეოთხედი ვაჟა კვარაცხელიას გუნდმა 5 ქულით მოიგო, თუმცაღა, “ქუთაისი” მაინც სოლიდური სხვაობით იყო წინ – 38:31.

დაძაბული ორთაბრძოლა მესამე პერიოდში გაგრძელდა. მეოთხედის დასკვნითი წერტილი კვლავ ჩლაიძემ, ამჯერად სამქულიანით დასვა და სხვაობა ლამის მინიმუმამდე დაიყვანა – 47:49. საინტერესოა აღინიშნოს, რომ იმ მომენტისთვის ჩლაიძის ანგარიშზე სოხუმელთა ქულების ნახევარზე მეტი (24) ირიცხებოდა.

დასკვნით პერიოდში ვახტანგ ქადარიამ მატჩში პირველად და როგორც გაირკვა, უკანასკნელად მოახერხა წონასწორობის აღდგენა (49:49), ამის შემდეგ კი სოხუმელებს დაღლა აშკარად დაეტყოთ, რასაც სათამაშო წუნი მოჰყვა. საფინალო სირენამდე 6 წუთით ადრე გრიგოლ შვანგირაძის ზუსტი შორეულის ტყორცნის შემდეგ ანგარიში 56:59 გახდა, რასაც ქუთაისელებმა რამდენიმე ეფექტური კომბინაცია მიაყოლეს, სხვაობამაც მათ სასარგებლოდ მეთოდურად იწყო ზრდა და საბოლოოდ “ქუთაისმა” 74:60 მოგებით მეოთხედფინალურ სერიაში ანგარიში გააყაიმა. გამარჯვებულთაგან ყველაზე მეტად საქებარ სიტყვებს მათი მეფარე აკაკი დვალიშვილი იმსახურებს. მან მოედანზე მატჩისთვის განკუთვნილი მთლიანი დრო გაატარა (ისევე, როგორც ჩლაიძემ), ბოლო პერიოდის დასაწყისში მეოთხე ჯარიმაც მიიღო, მაგრამ თავდაუზოგავად იბრძოლა, 26 ქულას 19 მოხსნა მიამატა (8 მეტოქის ფარზე) და ქუთაისელთა მოგებაში დიდი როლი შეასრულა. გამოვარჩევთ ლევან ცეკვავასა და დავით ბარბაქაძეს, აგრეთვე, ლევან გრძელიძეს, რომელმაც ორჯერ ზუსტი სამქულიანით მეტად საჭირო ქულები მოუპოვა თავის გუნდს.

“ქუთაისისა” და “სოხუმის” მეოთხედფინალური სერიის დასკვნითი, მეხუთე მატჩი იმერეთში, 6 მაისს ჩატარდება. შეხვედრაში გამარჯვებული ნახევარფინალში “არმიას” დაუპირისპირდება, რომელმაც თავის მხრივ სამივე პაექრობა მოუგო “რუსთავს”.

 

ქ. თბილისი, სპორტის სასახლე სოხუმი 60 - 74 ქუთაისი 2014-05-04, 14:00
  გუნდი 1 2 3 4 ჯამი  
სოხუმი 10 21 16 13 60
ქუთაისი 22 16 11 25 74
სოხუმი
      წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
        % % % ჯამ
 
6 შოთა გოლეთიანი 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
7 ირაკლი ჩლაიძე * 40:00 3 7 42.9 5 11 45.5 3 5 60 1 1 2 3 2 4 2 1 24
8 გელა კოპალიანი 14:30 1 3 33.3 0 0 0 0 0 0 0 0 0 1 2 0 0 0 2
10 რატი მარგალიტაძე 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
11 გრიგოლ შვანგირაძე * 28:15 0 2 0 1 4 25 0 0 0 1 2 3 2 1 1 1 0 3
13 რატი ბააკაშვილი * 35:15 3 9 33.3 0 2 0 2 2 100 3 0 3 4 1 1 0 0 8
14 ვახტანგ ქადარია * 36:50 5 12 41.7 1 2 50 2 3 66.7 3 5 8 2 4 2 0 2 15
20 ალექსანდრე სარალიძე 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
22 დავით დეკანოიძე 07:57 0 1 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 2 0 0 0 0
23 გურამ კენჭიაშვილი 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
33 ბექა ბექაური * 37:13 2 4 50 0 3 0 4 6 66.7 2 8 10 0 1 1 3 2 8
1 3 4 0 0 0 0 0 0
14 38 36.84 7 22 31.82 11 16 68.75 11 19 30 12 13 9 6 5 60
 
ქუთაისი
      წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
        % % % ჯამ
 
4 ზაურ ფაშაევი * 35:17 1 5 20 0 1 0 0 0 0 2 3 5 6 2 3 1 0 2
6 ლევან გრძელიძე 20:24 0 1 0 2 4 50 0 0 0 1 0 1 2 3 0 0 0 6
7 რევაზ დიდია * 34:59 1 2 50 2 7 28.6 0 0 0 3 4 7 2 2 2 1 0 8
8 ლევან ცეკვავა * 34:19 2 5 40 4 8 50 0 0 0 2 2 4 7 1 4 1 0 16
9 დიმიტრი დვალიშვილი 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
12 გიორგი ცირეკიძე 08:34 0 1 0 0 1 0 0 0 0 1 2 3 1 1 0 1 0 0
13 დავით ბარბაქაძე * 19:21 6 10 60 1 5 20 1 1 100 2 4 6 1 2 0 0 1 16
14 ავთანდილ ლომინაშვილი 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
15 გიორგი ბარბაქაძე 07:06 0 0 0 0 1 0 0 2 0 0 0 0 0 1 0 0 0 0
21 აკაკი დვალიშვილი * 40:00 12 23 52.2 0 0 0 2 2 100 8 11 19 1 4 3 1 2 26
22 ბექა ქორიძე 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
23 უჩა გამრეკლიძე 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
4 5 9 0 0 0 2 0 0
22 47 46.81 9 27 33.33 3 5 60.00 23 31 54 20 16 14 5 3 74

 

www.superleague.ge-ს სტატისტიკური მონაცემები

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.163445