საქართველოს ყველაზე ტანმაღალი კალათბურთელი სერგო ათუაშვილი (223 სმ) 2013-14 წლების სეზონს აზიისა და მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყნის კუვეიტის ეროვნული ჩემპიონატის მონაწილე “ალ არაბიში” ითამაშებს. ამის შესახებ “მსოფლიოს სპორტს” თავად ათუაშვილმა განუცხადა.
“ვიზა უკვე ავიღე. კუვეიტში 10 ოქტომბერს მივემგზავრები”, - გვითხრა ათუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს, ესპანეთის, საფრანგეთის, ლიტვის, პორტუგალიის, ესტონეთისა და ირანის შემდეგ კუვეიტი მერვე ქვეყანა იქნება, რომლის ჩემპიონატშიც ათუაშვილი იასპარეზებს.
სერგო ათუაშვილს საქართველოში ყველა ტურნირი აქვს მოგებული. ჩვენი ქვეყნის გარდა, იგი ესტონეთის ჩემპიონი და საფრანგეთის ვიცე-ჩემპიონი იყო.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მოიცათ, ზანგი რასიზმისთვის დააჯარიმეს?
Ra magari kacia igu))
კერის თუ აგინა კაია კი არი საგინებელი 12წუთი ათამაშებს ზაზას ეგ ყ მაგკი ვესტი არა ყყყყ ეებიი კიდე