ქართული კალათბურთის ისტორიაში ყველაზე ტანმაღალი სპორტსმენი, ცენტრალური თავდამსხმელი სერგო ათუაშვილი (28.03.85, 224 სმ) კარიერას ტუნისის ერთ-ერთ საკალათბურთო კლუბში განაგრძობს.
ამის შესახებ „მსოფლიო სპორტს“ საკალათბურთო კლუბ „რუსთავის“ დირექტორმა ამირან ხაჩიძემ განუცხადა.
ათუაშვილის ახალი გუნდის ვინაობას მოგვიანებით შეგატყობინებთ.
შეგახსენებთ, რომ ათუაშვილმა 2013-14 წლების საკალათბურთო სეზონი სუპერლიგის მონაწილე „რუსთავში“ დაიწყო და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახდა.