თამაშგარე

10:34 | 8.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

სერფინგი და ავსტრალიელი მეძავები

მაშინ, როდესაც ჩვენი რეგიონის ქვეყნებში და მათ შორის საქართველოშიც, ბორდელებს გამალებით ებრძვიან და ასეთ ერთობ ხელიხელსაგოგმანებ დაწესებულებებს ერთიმეორეს მიყოლებით ხურავენ, სრულიად განსხვავებული სიტუაცია ყოფილა ორი ოკეანის გაღმა.

ჩვენ დაახლოებით ერთი წლის წინათ ვწერდით, იტალიელ მეძავებზე, რომლებმაც ერთ-ერთი ნაკლებად ცნობილი იტალიური საფეხბურთო კლუბი შეიძინეს და გოლის გამტან ფეხბურთელებს პრემიის სახით, უფასო მომსახურებასაც დაპირდნენ.

როგორც ჩანს, იტალიელ მეძავებს არც ავსტრალიელი კოლეგები ჩამორჩნენ. ცოტა ხნის წინათ ცნობილი გახდა, რომ ქალაქ კანბერაში მცხოვრებმა მეძავებმა ერთ-ერთი სერფინგის კლუბი შეიძინეს და ამ კლუბში რებრენდიგის ჩატარება, მათ შორის ლოგოს შეცვლაც კი აქვთ გადაწყვეტილი. საინტერესოა რას დაახატავენ ახალ ლოგოზე – ცად აზიდულ ქალის მკერდს, თუ სხვა საინტერესო რამეებს...

0.119548