ფეხბურთი

13:01 | 2.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

სერესო დელ ბოსკეს დიეგო კოსტას ურჩევს

მადრიდის “ატლეტიკოს” პრეზიდენტი ენრიკო სერესო ესპანეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვისენტე დელ ბოსკეს მადრიდული კლუბის ბრაზილიელი თავდამსხმელის, დიეგო კოსტას მიწვევას ურჩევს.

“დარწმუნებული ვარ, დიეგო კოსტა ესპანეთის ნაკრებისთვის სასარგებლო თავდამსხმელი იქნება. დელ ბოსკე რომ ვიყო, ამ ფეხბურთელს აუცილებლად გამოვიძახებდი” – უთხრა სერესომ ერთ-ერთ ესპანურ გამოცემას.

შეგახსენებთ, დიეგო კოსტამ ესპანეთის მოქალაქეობა მიიღო და უკვე იქაურ ნაკრებში თამაშის უფლებაც აქვს, რითაც ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუის ფელიპე სკოლარი გააღიზიანა.

0.116899