ფეხბურთი

21:27 | 29.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

სერესო: “არ გვინდა, რომ “ატლეტიკოს” ფეხბურთელები კლუბში უბედურები იყვნენ”

მადრიდის “ატლეტიკოს” პრეზიდენტი ენრიკო სერესო გუნდიდან ფეხბურთელების გაშვების წინააღმდეგი არაა, მაგრამ აცხადებს, რომ ამისთვის საჭირო კონტრაქტში გათვალისწინებული თანხის გადახდა იქნება.

“ფეხბურთელს, რომელსაც ჩვენს გუნდში დარჩენა არ უნდა, წასვლა შეუძლია. კონტრაქტით გათვალისწინებული თანხა გადაიხადონ და სადაც უნდათ წავიდნენ.

ჩვენი პოლიტიკა ნათელია – არ გვინდა, რომ “ატლეტიკოს” ფეხბურთელები უბედურები იყვნენ. მათი გაშვება გაგვიჭირდება, მაგრამ თუ კონტრაქტის პუნქტი გააქტიურდა, პრობლემა არ იქნება.” – ციტირებს სერესოს სიტყვებს Marca.

ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ატლეტიკოს” დატოვების შანსი დიეგო კოსტას, მირანდასა და კოკეს ჰქონდათ. უკანასკნელმა მათგანმა მადრიდელებთან კონტრაქტი ახლახანს გაახანგრძლივა, კოსტას “ჩელსიში” გადასვლა კი თითქმის გადაწყვეტილია.

0.12148