ჩოგბურთი

11:24 | 27.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

სერენას საჩემპიონო სტარტი

ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედმა ჩემპიონმა სერენა უილიამსმა ტიტულის დაცვა შთამბეჭდავად დაიწყო. რეიტინგსიის 31 წლის ლიდერმა კლასიფიკაციაში 54-ე საფეხურზე მყოფი იტალიელი ფრანჩესკა სკიავონე 6:0, 6:1 გაანადგურა, აპენინელთან პირადი მატჩების ანგარიში 6:2 გახადა და მეორე წრეში ყაზახეთის წარმომადგენელ გალინა ვოსკობოევას შეხვდება.

“ვცდილობდი, კონცენტრაცია მთელი შეხვედრის განმავლობაში შემენარჩუნებინა და ეს მოვახერხე, ფრანჩესკა ნამდვილი მებრძოლია და დღევანდელი შეხვედრის ანგარიშმა შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს. უბრალოდ, მე მატჩის საკვანძო მომენტებში ქულები ავიღე, რამაც გამარჯვების სასწორი ჩემკენ გადმოხარა”, - ამგვარად ახსნა სასტარტო წარმატება უილიამს-უმცროსმა.

სკიავონეს კი სათქმელი არაფერი ჰქონდა და მხოლოდ ისღა ამოღერღა, სერენა შტეფი გრაფის, ბილი-ჯინ კინგისა და მარტინა ნავრატილოვას დონის უნიკალური ჩოგბურთელიაო.

 

0.112302