ჩოგბურთი

10:10 | 9.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

სერენას მეჩვიდმეტე სადიდსლემო ტრიუმფი და სარეკორდო საპრიზო თანხა

 აშშ-ის ღია პირველობის ქალთა ერთეულთა ტურნირის ფინალში ერთმანეთის წინაშე რიტინგსიის პირველი და მეორე ნომრები, სერენა უილიამსი და ვიკტორია აზარენკა წარსდგნენ, რომელთა მატჩმა მოლოდინისამებრ ოსტატურად, საინტერესოდ ჩაიარა, საბოლოოდ ამერიკელმა ბელარუსის დამარცხება მოახერხა (7:5, 6:7, 6:1), თავისი მეჩვიდმეტე სადიდსლემო შეჯიბრება მოიგო და რეკორდულ საპრიზო თანხასაც გამოჰკრა ხელი. 31 წლის სერენა ნიუ იორკში მოპოვებული ტრიუმფის შემდეგ 3 მილიონ 600000 დოლარს მიიღებს. საჩემპიონო ტიტულის მოპოვებისთვის უილიამს-უმცროსმა 2 მილიონ 600000 დოლარი დაიმსახურა, მილიონი კი მას პრემიის სახით US Open Series-ს მოგებისთვის დაუმატეს.

სერენასა და აზარენკას ფინალმა 2 საათსა და 45 წუთს გასტანა. 2 მეტად დაძაბული სეტის შემდეგ მესამე პარტიაში 31 წლის უილიამსმა გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა, ამერიკის ღია პირველობის საჩემპიონო ტიტულიც შეინარჩუნა (წინა შეჯიბრების გადამწყვეტ მატჩშიც ეს მეტოქეები შეხვდნენ ერთმანეთს) და აზარენკასთან პირადი შეხვედრების ანგარიში 13:3 გახადა. ფინალური ასპარეზობის მსვლელობისას სერენა 2 ბრეიკი და 9 ეისი შეასრულა. უილიამს-უმცროსმა მეხუთედ შეძლო აშშ-ის ღია პირველობის მოგება.

გადამწყვეტი მატჩის დასრულების შემდეგ გახარებულმა სერენამ შემდეგი კომენტარი გააკეთა: “როდესაც ტიტულის დასაცავად გადიხარ კორტზე, ყოველთვის დაძაბულად გამოიყურები. თუმცა, ამჯერად საკუთარ თავს ვაჯობე – იმდენად მოტივირებული ვიყავი გამარჯვების მოპოვების სურვილით, რომ ყველაფერმა მეორე პლანზე გადაიწია. ვიკა ბრწყინვალე ჩოგბურთელია, რომელიც ყოველთვის ბოლომდე იბრძვის. 2 სეტით მოგება მინდოდა, მაგრამ ამჯერად ეს შეუძლებელი შეიქნა. თავს მშვენივრად ვგრძნობ და ასაკს ყურადღებას არ ვაქცევ. წლეულს “როლან გაროსი” მოვიგე, სხვა სადიდსლემო ტურნირებზე გამოსვლით კი უკმაყოფილო ვიყავი. ნიუ იორკში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ თავს ბედნიერად ვგრძნობ”.

0.064327