ჩოგბურთი

11:10 | 29.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

სერენამ ერთადერთი გეიმი დათმო

 

 ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედმა ჩემპიონმა წლევანდელი ტურნირის მესამე წრეში დამაჯერებლად გააღწია. კლასიფიკაციის 32 წლის ლიდერმა 7 წლით უმცროს თანამემამულე ვანია კინგს 6:1, 6:0 მოუგო. მომდევნო სტადიაზე უილიამს-უმცროსი ვარვარა ლეპჩენკოს შეხვდება.

ვანიას დასამარცხებლად სერენას 55 წუთი ეყო. ამ სათამაშო დროის განმავლობაში მან 6 ბრეიკი და 4 ეისი შეასრულა. უილიამს-უმცროსი კარიერის განმავლობაში პირველად შეხვდა კინგს.

“ბევრს ვმუშაობ. წინა სადიდსლემო შეჯიბრებებზე სათანადოდ ვერ გამოვედი, ამ ზაფხულს კი მაყურებელს სოლიდურ თამაშს ვუჩვენებ. ეს დამატებით ძალას და დამაჯერებლობას მმატებს. მოწინააღმდეგეთა თამაშს ყურადღებას ნაკლებად ვაქცევ, უმთავრესად საკუთარ ასპარეზობაზე ვარ კონცენტრირებული”, - განაცხადა სერენამ მესამე წრეში გასვლის შემდეგ.

0.117524