ჩოგბურთი

20:04 | 4.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

სერენამ ბრისბენში ტიტული დაიცვა

 32 წლის სერენა უილიამსმა ბრისბენის ტურნირის ფინალში ბელარუს ვიკტორია აზარენკას 6:4, 7:5 სძლია, რითაც ამ შეჯიბრების გამარჯვებულის წოდება შეინარჩუნდა და 2014 წელს პირველი შეჯიბრება მოიგო. მთლიანობაში კი უილიამს-უმცროსმა საჩოგბურთო კარიერის განმავლობაში 58-ე ტურნირზე იმარჯვა.

სერენასა და ვიკას დღევანდელმა ფინალმა საათსა და 38 წუთს გასტანა. უილიამსმა დამაჯერებლად ჩაატარა საწყისი პარტია, მეორე სეტში კი აზარენკა დაწინაურდა, თუმცა, რეიტინგსიის ამერიკელმა ლიდერმა თანდათან მდგომარეობა გამოასწორა და საქმე მოგებამდე მიიყვანა. სერენას ანგარიშზე 10 ეისია, აზარენკასთან პირადი შეხვედრების ანგარიში კი 14:3 გახდა 32 წლის უილიამსის სასარგებლოდ.

“ვიკას კარგ თამაშს ვულოცავ. ბოლო პერიოდში აზარენკამ საგრძნობლად უმატა და ბრწყინვალე ჩოგბურთელად ჩამოყალიბდა. სიამოვნებით ვითამაშებ მასთან მელბურნში, ავსტრალიის ღია პირველობაზე”, - განაცხადა ფინალის მოგების შემდეგ სერენამ, რომელმაც ბრისბენში გაჩემპიონების შედეგად საპრიზო თანხად 196670 დოლარი და 470 სარეიტინგო ქულა დაიმსახურა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113483