ჩოგბურთი

12:01 | 17.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

სერენა წყვილებში არ ითამაშებს

 სერენა უილიამსი ავსტრალიის ღია პირველობის მეოთხე წრეში იოლად, სლოვაკი დანიელა ჰანტუჩოვას 2 სეტით ძლევის შემდეგ გავიდა - 6:3, 6:3. დასავლეთსლავთან მოგება უილიამს-უმცროსისთვის იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ სერენამ ღია ეპოქაში ავსტრალიის ჩემპიონატებზე ყველაზე მეტი, 61 მატჩი მოიგო და ერთი გამარჯვებით გადაასწრო მარგარეტ კორტს. რეიტინგსიის ლიდერის სამერვედფინალე ოპონენტი სერბი ანა ივანოვიჩია (14), რომელმაც კორტის მასპინძელ სამანტა სტოსურს 6:7, 6:4, 6:2 მოუგო.

ჰანტუჩოვას წინააღმდეგობის დაძლევის შემდეგ სერენამ განაცხადა, ორსეტიანი მოგებით კმაყოფილი ვარ და მეტოქეს მადლობა გადაუხადა იმ კომპლიმენტის გამო, რომლითაც ჰანტუჩოვამ სერენა ყველა დროის უძლიერეს ქალ ჩოგბურთელად დაასახელა.

ამასობაში სერენა და ვინუს უილიამსები ავსტრალიის ღია პირველობის წყვილთა თანრიგის ასპარეზობიდან მოიხსნენ. მიზეზი უფროსი უილიამსის მიერ მიღებული ფეხის ტრავმაა.

0.114837