ჩოგბურთი

21:17 | 8.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

სერენა ვინუსს წამოეწია

 

სერენა უილიამსმა მადრიდში კარლა სუარეს-ნავაროს 6:2, 6:3 მოუგო და საჩოგბურთო კარიერის განმავლობაში 650-ე შეხვედრაში იმარჯვა. სადღეისოდ რეტინგსიის ლიდერზე მეტი გამარჯვება მარტინა ნავრატილოვას, კრის ევერტს, შტეფი გრაფს, ვირჯინია უეიდი, არანტა სანჩეს-ვიკარიოს, ლინდსეი დავენპორტს, კონჩიტა მარტინესს, ივონ გულაგონგს, ბილი ჯინ კინგსა და ვინუს უილიამსს აქვთ მოპოვებული. ამასთან უფროსი უილიამსი სერენას ერთადერთი მოგებით უსწრებს.

სუარეს-ნავაროს ძლევის შემდეგ სერენამ განაცხადა: „კარლამ დღეს კარგად ითამაშა. ყოველ გათამაშებაზე იგი დიდძალ ენერგიას მახარჯინებდა. გასულ კვირას კარლამ ტიტული მოიგო, რაც მისი სიძლიერის დამადასტურებელია“.

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.170766