მსოფლიო რეიტინგის ლიდერმა, ამერიკელმა სერენა უილიამსმა წარმატებული სტარტი აიღო ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში მიმდინარე საჩოგბურთო მასტერსზე. ტურნირის მეორე წრეში სერენამ იოლად დაამარცხა კორტების მასპინძელი დომინგეს ლინო 6:2, 7:5 და შემდეგ ეტაპზე გააღწია.
შეხვედრა 1 საათსა და 26 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში, უილიამსმა ხუთჯერ შეძლო მეტოქის ჩაწოდების აღება, საკუთარი კი ორჯერ დათმო. სერენას ანგარიშზე ასევე 2 ეისი და 1 ორმაგი შეცდომა გახლდათ.
ამ ჩოგბურთელთა ურთიერთდაპირისპირებათა ისტორიაში ანგარიში 3:0 გახდა ამერიკელის სასარგებლოდ. მასტერსის მესამე რაუნდში, იგი ფრანგ კრისტინა მლადენოვიჩსა და რუს მარია კირილენკოს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.