ჩოგბურთი

22:12 | 19.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

სერენა უილიამსის ტრიუმფი რომში

მსოფლიო რეიტინგის პირველმა ჩოგანმა სერენა უილიამსმა ძალზედ დამაჯერებლად განვლო გზა რომის მასტერსის ფინალამდე. 31 წლის ამერიკელმა ყველა შეხვედრა ორ სეტში მოიგო და მხოლოდ 10 გეიმი დაუთმო მეტოქეებს. ტურნირის დასკვნით მატჩში მისი მოწინააღმდეგე ბელარუსი ვიქტორია აზარენკა გახლდათ, რომელსაც სერენა იოლად გაუსწორდა - 6:1, 6:3 და კარიერაში 51-ე ტიტული მოიპოვა.

შეხვედრის საწყისი 4 გეიმი 25 წუთს გაგრძელდა, რის შემდეგაც უილიამსმა ხელთ იგდო უპირატესობა და საწყის სეტში შესრულებული 4 ბრეიკის შედეგად 6:1 იმარჯვა. მეორე პარტიაში ორივე ჩოგბურთელი დამაჯერებლად ინარჩუნებდა საკუთარ ჩაწოდებას, თუმცა სერენამ მასზე ბოძებული შანსები გაცილებით უკეთესად გამოიყენა, ვიდრე მისმა მეტოქემ და საბოლოო გამარჯვებაც იზეიმა.

მატჩი 1 საათსა და 35 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში ამერიკელმა 8 ეისი ჩააწოდა და 3 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ვიქტორიამ კი თავი მხოლოდ 2 ორმაგი შეცდომით "გამოიჩინა".

ამ ჩოგბურთელთა ურთიერთდაპირისპირებათა ისტორიაში ანგარიში 12:2 გახდა  სერენას სასარგებლოდ.

დღევანდელმა წარმატებამ უილიამსს 343548 ევრო და 900 სარეიტინგო ქულა მოუტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.108645