ჩოგბურთი

21:17 | 12.05.2013 | ნანახია NaN - ჯერ

სერენა უილიამსის ტრიუმფი მადრიდის მასტერსზე

 

მსოფლიო საჩოგბურთო რეიტინგის ლიდერმა სერენა უილიამსმა მადრიდის მასტერსის ფინალურ მატჩში ძალზედ იოლად დაამარცხა 26 წლის რუსი მარია შარაპოვა 6:1, 6:4 და კარიერაში 50-ე ტიტული მოიგო.

შეხვედრა 1 საათსა და 18 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში ამერიკელმა 8 ბრეიკპოინტიდან 5 მოგებულ გეიმებად გარდასახა, შარაპოვამ კი ორი შესაძლებლობიდან მხოლოდ ერთი გამოიყენაუილიამსის ანგარიშზე 3 ეისი და 2 ორმაგი შეცდომა გახლდათ,  მარიამ კი 2 ეისის წილ ერთბაშად 8 ორმაგი დაუშვა.

ამ ჩოგბურთელთა ურთიერთდაპირისპირებათა ისტორიაში მარიასთვის ჩამორჩენა კატასტროფული გახდა 2:13.

დებ უილიამსებს შორის უმცროსმა სერენამ მადრიდის მასტერსზე გამარჯვების წყალობით 1000 სარეიტინგო ქულა და 643000 ევრო მოიპოვა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:21 | 19.08.2022
Kobe Bean (21683)

ჩხუბისთვის ხალხს ფულს იქეთ უხდიან და ესენი დააჯარიმენ?)))

22:41 | 19.08.2022
valeri8848 (2622)

ინგლისში ინგლისის ფეხბურთის მმართველებმა ჯარიმის გადახდა ევროში მოითხოვეს?????? რაღაც სიმართლეს არ გავს

0.173417