თამაშგარე

11:56 | 4.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

სერენა უილიამსი ტაიგერ ვუდსისთვის ფოტოს გადაღების გამო დააჯარიმეს

რა მნიშვნელობა აქვს? - სულაც რომ ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელი იყო, თამაშის დროს ტაიგერ ვუდსისთვის ფოტოს გადაღების გამო მაინც დაისჯები. სერენა უილიამსიც, სწორედ ამ საქციელისთვის დაჯარიმდა, ჩვეულებრივი მოკვდავივით.
ჩოგბურთელი გულდასმით დაელოდა მომენტს, მეორე რაუნდამდე იცადა, სანამ ვუდსის დარტყმის დრო დადგებოდა. და როგორც კი შანსი მიეცა, ფოტოს გადასაღებად მოემზადა, მაგრამ მაშინვე საიდანღაც გაჩნდა მამაცი (!) დაცვის თანამშრომელი, რომელიც კადრს გადაეფარა.
თუმცა, როგორც გაირკვა, დაცვის თანამშრომლის მონდომება უშედეგო აღმოჩნდა - სერენამ მაინც გამოაქვეყნა ვუდსის ფოტო “ტვიტერზე”. მან ფოტოს საბოდიშო განმარტებაც დაურთო - არ ვიცოდი, ფოტოს გადაღება გოლფის ეთიკის ნორმის დარღვევა თუ იყო, თორემ ამას არ გავაკეთებდიო...
 

0.146863