ჩოგბურთი

21:44 | 2.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

სერენა უილიამსი: "როგორც იქნა, რეკორდსმენი ვარ"

მსოფლიო რეიტინგის პირველმა ჩოგანმა სერენა უილიამსმა, კომენტარი გაუკეთა მის მიერ დამყარებულ რეკორდს მაიამის ტურნირზე. შეგახსენებთ, რომ ამერიკელი ჩოგბურთელი, ამ ტურნირის ექვსგზის გამარჯვებული გახლავთ.

"როგორც იქნა, რეკორდსმენი ვარ. ეს ძალიან მაგარია. დავეწიო მარგარეტ კორტს და შტეფი გრაფს მოგებული დიდი სლემის ტიტულების რაოდენობით, დიდი ალბათობით, არ გამომივა, თუმცა მიუხედავად ამისა, მაინც ბედნიერი ვარ, რომ თუნდაც მაიამიში, ჩემი რეკორდია," - ციტირებს სერენას სიტყვებს Tennis.com

შეგახსენებთ, რომ უილიამსმა კარიერის განმავლობაში 15 დიდი სლემის ტურნირის მოგება მოახერხა. ამ მაჩვენებელში, მას მნიშვნელოვნად უსწრებენ მარგარეტ კორტი (24 გამარჯვება), შტეფი გრაფი (22), ჰელენ უილისი (19) და მარტინა ნავრატილოვა (18).

0.115916