ჩოგბურთი

10:07 | 24.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

სერენა სტამბოლშიც შეუჩერებელია

 მსოფლიო რეიტინგსიის პირველმა ნომერმა სერენა უილიამსმა სტამბოლში მიმდინარე სეზონის შემაჯამებელ ტურნირზე ზედიედ მეორე გამარჯვება იზეიმა. 32 წლის უილიამს-უმცროსმა “წითელ ჯგუფში” პოლონელ აგნეშკა რადვანსკას 6:2, 6:4 სძლია და ჯგუფის დასკვნით შეხვედრაში ჩეხ პეტრა კვიტოვას დაუპირისპირდება.

სერენამ 24 წლის დასავლეთსლავის დამარცხებას საათი და 22 წუთი მოანდომა. ამ სათამაშო დროის განმავლობაში კლასიფიკაციის ლიდერმა მხოლოდ თითო ბრეიკი და ეისი შეასრულა, რადვანსკასთან პირადი შეხვედრების ანგარიში კი 8:0 გახადა.

“აგნეშკას ცუდად ნამდვილად არ უთამაშია, მე კი ვგრძნობ, რომ უნდა მოვუმატო. წინა მატჩთან შედარებით მოწოდებისას მოვისუსტებდი. თუმცა, ერთიცაა – ყოველ შეხვედრაში ყველაფერი იდეალურად არ გამოგივა”, - სერენა რადვანსკასთან ნამატჩევს თვითკრიტიკულად იყო განწყობილი.

0.112469