ჩოგბურთი

13:09 | 2.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

სერენა სლოანთან დაწინაურდა

 ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი ჩემპიონი და რეიტინგსიის ლიდერი სერენა უილიამსი წლევანდელ ტურნირზეც ძლევამოსილ სვლას განაგრძობს. 31 წლის უილიამს-უმცროსის მორიგი “მსხვერპლი” მისივე თანამემამულე სლოან სტივენსი გახდა 6:4 6:1. ამ მოგების შემდეგ სერენა მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მისი მოწინააღმდეგე ესპანელი კარლა სუარეს ნავარო (18) იქნება.

20 წლის სტივენსის დამარცხებას სერენამ საათნახევარი მოანდომა. ამ სათამაშო დროის განმავლობაში უილიამსმა 4 ბრეიკი, 6 ეისი შეასრულა და სადღეისოდ კლასიფიკაციის 16-ე ნომერ სლოან სტივენსთან პირად მატჩებში 2:1 დაწინაურდა.

“სტივენსთან შეხვედრის მზადებისას აქცენტი მთელი ასპარეზობის განმავლობაში კონცენტრაციის შენარჩუნებაზე გავაკეთე. ამასთან, ლაღი ჩოგბურთის ჩვენებაც მსურდა. ორივე ამოცანას თავი კარგად გავართვი. სლოანი ღირსეული მეტოქეა და თამაშისას ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს უფრო მაღალი რანგის, მინიმუმ მეოთხედფინალის, მატჩს ვატარებდი”, - განუცხადა სერენამ ამერიკულ პრესას.

0.119436