ჩოგბურთი

17:23 | 3.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

სერენა სლავების წინააღმდეგ

 რეიტინგსიის 32 წლის ამერიკელი ლიდერი სერენა უილიამსი ავსტრალიის ქალაქ ბრისბენში მიმდინარე ტურნირის ფინალში 6 წლით უმცროსი რუსი მარია შარაპოვას 6:2, 7:6 ძლევის შემდეგ გავიდა. გადამწყვეტ მატჩში სერენა კიდევ ერთ აღმოსავლეთსლავს, ბელარუს ვიკტორია აზარენკას შეხვდება.

სერენასა და კლასიფიკაციის მეოთხე ნომრის მაშას დაპირისპირებამ საათსა და 43 წუთს გასტანა. ამერიკელმა პირველი სეტი იოლად მოიგო, მეორე პარტიაში კი ტაიბრეიკის ჩატარება გახდა საჭირო, რომელიც უილიამს-უმცროსმა 9:7 მოიგო. სერენამ კარიერის განმავლობაში 15-ედ მოახერხა შარაპოვას დამარცხება, ურთიერთშეხვედრების ანგარიში კი 15:2 გახდა.

კიდევ ერთ ფინალისტს აზარენკას რაც შეეხება, ბელარუსმა ნახევარფინალში სერბ ელენა იანკოვიჩს მოუგო.

0.11665