ჩოგბურთი

14:06 | 11.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

სერენა რთულ ფინალს ელის

ტორონტოდ ქალთა ტურნირის ნახევარფინალი წინასწარ ფინალად იყო მიჩნეული. გულშემატკივართა უმრავლესობის აზრით, მსოფლიო რეიტინგსიის პირველი და მეოთხე ნომრების, სერენა უილიამსისა და აგნეშკა რადვანსკას დაპირისპირებისას შეჯიბრების გამარჯვებული გამოვლინდებოდა. სერენამ პოლონელი ოპონენტი 7:6 (7:3), 6:4 დაამარცხა და ფინალში რუმინელ სორანა კირსტეას შეხვდება.

24 წლის პოლონელის ძლევას ამერიკელმა საათი და 51 წუთი მოანდომა. 31 წლის სერენა კარიერის განმავლობაში მეექვსედ შეხვდა აგნეშკას და ჯერჯერობით რადვანსკა-უფროსი უილიამს-უმცროსის დამარცხებას ვერა და ვერ ახერხებს.

“კარგა ხანი აგნეშკას წინააღმდეგ არ მეთამაშა და თამაშის მისეული სტილი გარკვეულწილად დავიწყებული მქონდა. ამიტომაც თავიდან ცოტათი გამიჭირდა, შემდეგ კი რადვანსკას ალღო ავუღე და თამაშიც წამივიდა. ტორონტოში მე და აგნეშკამ ჩვენი დაპირისპირებების ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩავატარეთ. ფინალს რაც შეეხება, კირსტეა კარგი ჩოგბურთელია. მისი მანერა რადვანსკასგან განსხვავებულია, ძლიერად და ზუსტად აწოდებს და კორტზეც სწრაფად გადაადგილდება. ბოლო თვეების განმავლობაში სორანა სტაბილურად თამაშობს და რთულ ფინალს ველი”, - აცხადებს სერენა.

კირსტეამ ტორონტოს ტურნირის ნახევარფინალში ჩინელ ნა ლის 6:1, 7:6 მოუგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115288