ჩოგბურთი

23:33 | 30.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

სერენა მხოლოდ ვინუსს ჩამორჩება

 მსოფლიო რეიტინგსიის პირველმა ჩოგანმა და შარშანდელი უიმბლდონის ტრიუმფატორმა და წლევანდელის მოგების უმთავრესმა კანდიდატმა სერენა უილიამსმა მიმდინარე ტურნირის მეთექვსმეტედფინალში 42 წლის იაპონელის კიმიკო დატე-კრუმის 6:2, 6:0 ძლევით კარიერის განმავლობაში 600-ე მოგება იზეიმა. ქალ მოქმედ ჩოგბურთელთაგან სერენა მხოლოდ და მხოლოდ თავის დას, ვინუსს ჩამორჩება. უფროსმა უილიამსმა კორტებზე გასვლისას 632 მატჩი მოიგო.

“თითქოს გუშინ იყო, როდესაც 500-ე გამარჯვებას მივაღწიე. როდესაც კიმიკოსთან შეხვედრის შემდეგ მითხრეს, 600-ე ასპარეზობაში იმარჯვეო, გაკვირვებული დავრჩი. ჯერჯერობით ყველაზე მნიშვნელოვან წარმატებად 2003 წელს ავსტრალიის ღია პირველობის მოგებას და “როლან გაროსზე” ზედიზედ მოპოვებული 4 საჩემპიონო ტიტულია”, - განაცხადა სერენამ, რომელიც მერვედფინალში წლევანდელ უიმბლდონზე 23-ე ნომრად განთესილ გერმანელ საბინ ლისიცკის დაუპირისპირდება.

აქვე მოგახსენებთ, რომ ერთეულთა თანრიგში ქალთაგან ყველაზე მეტი მატჩი, 1442 მარტინა ნავრატილოვას მოუგია, მოწინავე ათეულში კი შემდეგი ლეგენდარული ჩოგბურთელები კრის ევერტი, შტეფი გრაფი, ვირჯინია უეიდი, არანჩა სანჩესი, კონჩიტა მარტინესი, ივონ გულაგონგი, ბილი-ჯინ კინგი და ვინუს უილიამსი შედიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114894