ჩოგბურთი

12:24 | 9.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

სერენა კვლავ პირველზეა, ვოზნიაცკი ათეულში შევიდა

 

ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის რეიტინგში ამერიკის ღია პირველობის შემდეგ, სიტუაცია დიდად არ შეცვლილა. 2014 წლის US OPEN-ის ტრიუმფატორმა სერენა უილიამსმა, ტიტულის დაცვა მოახერხა და კვლავ 9430 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება. მარია შარაპოვა ორი პოზიციით დაწინაურდა, ხოლო ნა ლიმ სამსაფეხურიანი ვარდნა განიცადა.

რაც შეეხება ამერიკის ღია პირველობის ფინალისტ კაროლინა ვოზნიაცკის, დანიელმა ჩოგბურთელმა ფინალში გასვლისთვის 1050 ქულა დაიმსახურა და ათეულში დაბრუნდა.  

ქალთა საჩოგბურთო ათეული შემდეგნაირად გამოიყურება.

1. სერენა უილიამსი       9 430 (0)

2. სიმონა ჰალეპი         6 160 (0)

3. პეტრა კვიტოვა         5 926 (1)

4. მარია შარაპოვა        5 575 (2)

5. აგნეშკა რადვანსკა     5 380 (0)

6. ნა ლი                 5 270 (-3)

7. ეუჟენი ბუშარი         4 545 (1)

8. ანგელიკ კერბერი      4 400 (-1)

9. კაროლინა ვოზნიაცკი  4 305 (2)

10. ანა ივანოვიჩი         3 855 (-1)

გიორგი ბალახაძე

 

 

0.53723