ჩოგბურთი

18:17 | 21.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

სერენა გრაფიკის გადაჭარბებით მიდის

მსოფლიო რეიტინგსიის ლიდერმა სერენა უილიამსმა შვედური ბაშტადის ტურნირის ფინალში კორტის მასპინძელ იოჰანა ლარსონს 6:4, 6:1 მოუგო და კარიერის განმავლობაში 53ე ტიტული მოიპოვა, წლეულს კი მეშვიდე ტურნირზე იმარჯვა. ბაშტადის შეჯიბრებაზე გამარჯვების საფასურად სერენა 40 ათას დოლარს და 280 სარეიტინგო ქულას მიიღებს.

სკანდინავმა უილიამს-უმცროსს სათანადო წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ სეტში გაუწია, მეორეში კი სერენამ საქმე გამარჯვებამდე დამაჯერებლად მიიყვანა. მატჩი საათსა და 18 წუთს გაგრძელდა. სერენამ 5 ბრეიკი, 6 ეისი შეასრულა და ლარსონთან პირადი შეხვედრების ანგარიში 2:0 გახადა.

ბაშტადის ფინალში მოგებით სერენა უილიამსმა მიმდინარე სეზონში 51-ე გამარჯვება იზეიმა. საინტერესოა აღინიშნოს, რომ სეზონში 50 მოგებიანი ზღვრისთვის მას ასე სწრაფად არასდროს მიუღწევია – აქამდე სერენას საუკეთესო მაჩვენებელი 2003 წლის ივლისში ჰქონდა, როდესაც მოგებათა რაოდენობა 38 ჰქონდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118236