ჩოგბურთი

17:31 | 19.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

სერენა ეისის გარეშეც იმარჯვებს

 სერენა უილიამსმა შვედური ბაშტადის მეოთხედფინალში 32 წლის ესპანელი ლურდეს დომინგეს-ლინოს 6:1, 6:1 დამარცხებით გრუნტის საფარიან კორტზე ზედიზედ 26-ე მატჩი მოიგო. შეგახსენებთ, წლეულს უილიამს-უმცროსმა ჩარლსტონის, მადრიდისა და რომის საგრუნტო შეჯიბრებები, აგრეთვე, “როლან გაროსი” მოიგო.

31 წლის სერენამ ესპანელის დამარცხებას საათი მოანდომა. მან 6 ბრეიკი განახორციელა და დომინგეს-ლინოსთან პირადი შეხვედრების ანგარიში 4:0 გახადა. საინტერესოა აღინიშნოს, რომ დღევანდელ ამერიკულ-პირენულ დაპირისპირებისას მოწინააღმდეგეებს ეისი არ შეუსრულებიათ.

ნახევარფინალში სერენა უილიამსი ბაშტადის ტურნირზე მესამე ნომრად განთესილ ჩეხ კლარა ზაკოპალოვას შეხვდება, რომელმაც მეოთხედფინალში ჰოლანდიელ რიჩელ ჰოგენკამპს სძლია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.123655