ამერიკის შეერთებული შტატების საჩოგბურთო ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს რაფა ნადალი და ნოვაკ ჯოკოვიჩი შეხვდებიან. ეს მეტოქეები აშშ-ის ღია პირველობის გადამწყვეტ მატჩში მესამედ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, ამასთან “ნოლე” ზედიზედ მეოთხედ გავიდა ამ ტურნირის ფინალში, 2001 წელს კი ტიტული მოიპოვა.
ჯოკოვიჩმა ნახევარფინალში ხუთსეტიანი შეხვედრა მოუგო შვეიცარიელ სტანისლას ვავრინკას 2:6, 7:6, 3:6, 6:3, 6:4. მატჩი 4 საათსა და 8 წუთს “გაიწელა”, ნოვაკის ანგარიშზე კი 9 ეისი და 4 ბრეიკია. მომქანცველი ასპარეზობის დასრულების შემდეგ 26 წლის სერბმა შემდეგი განაცხადა: “მატჩის უმეტესი ნაწილი ვავრინკა ჩემზე უკეთ თამაშობდა. იგი უფრო აგრესიული იყო და მაღალი კლასის ჩოგბურთი გვიჩვენა. თავიდან ზომაზე მეტად ვნერვიულობდი, სათამაშო პირობებიც რთული იყო, თუმცა, გადამწყვეტ მომენტში კონცენტრირება მოვახერხე, რაც ფინალის წინ ოპტიმიზმს მმატებს. დიდი მადლობა სტენს კორტზე კარგი პარტნიორობისა და თამაშისთვის”.
დიდი სლემი ტურნირზე ნახევარფინალში პირველად გასულმა ვავრინკამ კი თქვა, გაორებული გრძნობა დამეუფლაო: “წაგებამ გული დამწყვიტა, მაგრამ დავრწმუნდი, რომ მსოფლიოს პირველ ნომერ ჩოგბურთელთან ტოლსწორად თამაშიც შემიძლია და მისი დამარცხებაც რეალურია”.
ჯოკოვიჩისგან განსხვავებით რაფა ნადალმა სამი სეტით მოუგო ფრანგ რიშარ გასკეს 6:4, 7:6, 6:2, 2 საათისა და 20 წუთის სათამაშო დროის შემდეგ კი ჟურნალისტებს გამოუტყდა, ფინალში ნოვაკის გარდა ნებისმიერ სხვა მოწინააღდეგეს ვისურვებდიო: “ჯოკოვიჩთან ჩემი დაპირისპირებები ყოველთვის დაძაბულია, ბურთს დიდი ხნის განმავლობაში, მომქანცველად ვათამაშებთ და ალბათ, ამჯერადაც ასე იქნება. შევეცდები, ფინალისთვის მაქსიმალურად კარგად მოვემზადო.”
ბოლოს კი შეგახსენებთ, რომ რაფა ნადალისა და ნოვაკ ჯოკოვიჩი ურთიერთშეხვედრათა ანგარიში 21:15-ია ესპანელის სასარგებლოდ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ჭკუა ვერ ისწავლა ამ ხალხმა რაა ! რას ეტენებიან ამ ღორუსეთში ? ვინმე ქართველი გაახარეს საერთოდ მაგათმა ??
ვიკა, არ უნდა წასულიყავი მაგ ღორებში, რამენაირად უნდა შეძლო და ფორმა არ უნდა დაკარგო, შენ მაგრათ ჭირდები საქართველოს.
პაშუტინის დედა..................................................... ვინაა ეს დებილი ესა .ტფუი რა. ვიკას სკამზე ჯდომა როგორ შეიძლება
((((((((((((
აუ პროსტა რა ჩამოსხმული პიტალოა ეს პაშუტინი, სუფთა შიბაქი, რა კალათბურთელები ყავს და რა გუნდებთან აგებს, ვუყურე გუშინ ამ თამაშს და ფესენკომ იმენა დედა აუფეთქა უნიქსს, ტიპი ვერაფრით ვერ გააჩერეს, თავის აცილებულებსაც თვითონვე ხსნიდა, ფარზე საერთოდ არ გააკარეს უნიქსი, ამ დროს კი ვიკა სკამიდან არ წამომდგარა მთელი თამაში, დარწმუნებული ვარ მაგ პაშუტინსაც მალე დაიქნევენ უნიქსიდან და იმედია შეიცვლება ვითარება სანიკიძის სასარგებლოდ. არადა მართლა არაფერი გუნდი არ იყო ეს ავტოდორი, ფესენკომ მოუგო მარტომ თამაში უნიქსს.