ჩოგბურთი

18:36 | 3.06.2013 | ნანახია 997 - ჯერ

სერბი გერმანელთა წინააღმდეგ

 საფრანგეთის ღია პირველობის შარშანდელი გათამაშების ფინალისტი ნოვაკ ჯოკოვიჩი წლევანდელი ტურნირის მეოთხედფინალისტია. ეს მას შემდეგ გაირკვა, რაც ბალკანელმა გერმანელ მსოფლიოს რეიტინგსიის 19-ე ნომერ ფილიპ კოლშრაიბერს 4:6, 6:3, 6:4, 6:4 მოუგო.

შეხვედრა 2 საათსა და 45 წუთს გაგრძელდა. “ნოლემ” 4 ბრეიკი და 2 ეისი შეასრულა, კოლშრაიბერთან პირადი დაპირისპირებების ბალანსი კი გაიუმჯობესა – 3:1. მეოთხედფინალში ჯოკოვიჩი კიდევ ერთ გერმანელს, ტომი ჰაასს შეხვდება.

ცალკე საუბრის თემაა ჰაასი. ტომიმ მერვედფინალში უშანსოდ დატოვა რუსი მიხაილ იუჟნი, 6:1, 6:1, 6:3 დაამარცხა და 1996 წლიდან მოყოლებული პირველად გერმანელი ჩოგბურთელი “როლან გაროსის” მეოთხედფინალში ითამაშებს. 17 წლის წინათ ეს ალემანმა ბერნდ კარბახერმა და მიხაელ შტიხმა მოახერხეს. მაშინ კარბახერი მეოთხედფინალში ფრანგ სედრიკ პიოლინთან დამარცხდა, ხოლო შტიხმა ფინალამდეც კი გააღწია და გადამწყვეტი მატჩი რუს ევგენი კაფელნიკოვს დაუთმო.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჰაასი 2005 წლის შემდეგ პირველი მეოთხედფინალისტი გახდა, რომელიც სადიდსლემო შეჯიბრების 8 საუკეთესო ჩოგბურთელს შორის 35 წლისა მოხვდა. 2005-ში ეს ანდრე აგასიმ მოახერხა. იგი აშშ-ის ღია პირველობის ფინალში გავიდა და შვეიცარიელ როჯერ ფედერერთან დამარცხდა.

ბოლოს იმასაც მოგახსენებთ, რომ ტომი ჰაასი ITF-მ 800 დოლარით დააჯარიმა. ამგვარი სანქციით დასაჯეს ჰაასი საკუთარი ჩოგანთან “უდიერი დამოკიდებულების” გამო.


კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

11:49 | 04.06.2013
Djoko (9552)

ტომის სეტს არ მისცემს ნოლე ! მაიამიში მოუგო დიმიტროვმაც მოუგო მასტერსზე,მაგრამ კი გაბრდღვნეს სლემზე, 7 გეიმი 3 სეტში...სლემი სხვა განზომილებაა,სხვაააა... აქ განსხვავებული შემართებით და მონდომებით თამაშობენ !

21:23 | 04.06.2013
რაფა♥ (509)

აი ვნახოთ აბა სეტსაც თუ ვერ მოუგებს, ჩემი აზრით 1-ს კი არა 2-ს მოუგებს (მინიმუმ)

23:08 | 03.06.2013
mushni (93559)

მალორკელი ბუღა მოიგებს 8 ე მიდი რაფა ჩემი ბრატუხა ხარ

21:38 | 03.06.2013
emigranti77 (33455)

ხოდა მიდი გბალეშიკობ შენ და ვავრიკასDD მაგარი თამაშია ზაან მაგარი დაზაბულიDDD

19:30 | 03.06.2013
michael_jordan (3195)

2-0 ზე დავდე ვავრინკაზე 20 ლარი რო მოუტრიალოს :X 5.2 აქ

19:30 | 03.06.2013
michael_jordan (3195)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

19:29 | 03.06.2013
michael_jordan (3195)

ტომი ახალგაზრდობას იხსენებს+) აუ ვავრინკა გასკე რა კაი იგრაა

19:21 | 03.06.2013
arena (390)

ბოლოს იმასაც მოგახსენებთ, რომ ტომი ჰაასი ITF-მ 800 დოლარით დააჯარიმა. ამგვარი სანქციით დასაჯეს ჰაასი საკუთარი ჩოგანთან “უდიერი დამოკიდებულების” გამო.

აგინა საწყალ ჩოგანს?))
800 დოლარი რა ამბავია,რაც გამოიმუშავა კარიერაში,ფაქტიურად სულ უკან მიატანინა ITF-მ)

02:40 | 05.06.2013
Djoko (9552)

800 დოლარი სემიჩკის ფულია მაგისთვის

19:10 | 03.06.2013
რაფა♥ (509)

მიდი ტომი, ისე როგორც მაიამიში!

0.155712