ჩოგბურთი

18:50 | 3.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

სერბეთი შვეიცარიას ნოვი სადში მიიღებს

მომავალი წლის დასაწყისიდან სტარტს დევისის თასის ახალი გათამაშება აიღებს. 2014 წლის 31 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით სერბეთი მერვედფინალურ მატჩს უმასპინძლებს, რომლებშიც ნოვაკ ჯოკოვიჩსა და მის თანანაკრებელებს შვეიცარიელი ჩოგბურთელები დაუპირისპირდებიან.

დღეს ცნობილი გახდა მერვედფინალის მასპინძელი ქალაქის ვინაობა. სერბთა ჩოგბურთის ფედერაციამ არჩევანი ნოვი სადზე გააკეთა. ამ ქალაქში სერბებს აქამდე მხოლოდ ერთხელ აქვთ ნათამაშები – 2011 წელს მათ მერვედფინალში ინდოეთის ნაკრებს სძლიეს.

შეგახსენებთ, სერბებმა წლეულს დევისის თასის ფინალამდე გააღწიეს და გადამწყვეტ მატჩში მოქმედ ჩემპიონ ჩეხებთან წააგეს. შვეიცარიელებს რაც შეეხება, მათ როჯერ ფედერერის გარეშე ასევე ჩეხებთან დათმეს, ოღონდ გაცილებით უფრო ადრეულ სტადიაზე, მერვედფინალში. ჩეხებმა სერბებსაც და შვეიცარიელებსაც ერთნაირი ანგარიშით, 3:2 მოუგეს.

0.11653