ევროპის ჩოგბურთის ფედერაციის დირექტორატმა (Tennis Europe) მაისსა და ივნისში უკრაინაში დანიშნული ყველა ტურნირი გააუქმა. მიზეზი რთული მისახვედრი არაა – ქვეყანაში რთული პოლიტიკურ-კრიმინოგენული სიტუაციაა და რუსეთის მიერ წახალისებულმა სეპარატისტებმა ქვეყანაში საჩოგბურთო ცხოვრებამ მნიშვნელოვნად აზარალეს.
“უკრაინაში წარმოქმნილმა პოლიტიკურმა კრიზისმა საჩოგბურთო შეჯიბრებათა გაურკვეველი ვადით გადატანის თაობაზე გადაწყვეტილება მიგვაღებინა. ვიმედოვნებთ, მოგვიანებით სიტუაცია დარეგულირდება და ტურნირების გამართვის საშუალებაც მოგვეცემა”, - ნათქვამია Tennis Europe-ის პრესსამსახურის ოფიციალურ განცხადებაში.







