ფეხბურთი

11:41 | 20.08.2013 | ნანახია 466 - ჯერ

“სენტ-ეტიენმა” თვალი კარლტონ კოულს დაადგა

ცნობილი ინგლისელი თავდამსხმელი კარლტონ კოული ფრანგული “სენტ-ეტიენის” ინტერესთა სფეროში მოექცა.

მას შემდეგ, რაც “წმინდანებმა” პიერ-ემერიკ ობამეიანგი დორტმუნდის “ბორუსიაში” გაყიდეს, ახალი ფორვარდის ძიებაში არიან და Goal-ის ცნობით, მოცემული მომენტისთვის “მწვანეები” 29 წლის კარლტონ კოულთან მართავენ მოლაპარაკებას.

გასული სეზონის დასრულების შემდეგ, ფეხბურთელს ლონდონის “ვესტ ჰემთან” კონტრაქტი დაუმთავრდა და დღემდე თავისუფალი აგენტია. გარდა კოულისა, “სენტ-ეტიენი” “სოშოს” ექსფორვარდ მოდიბო მაიგაზეც ნადირობს, რომელიც ამჟამად სწორედ “ვესტ ჰემის” ღირსებას იცავს.

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.129671