საფრანგეთის ლიგა ერთის 25-ე ტურის ცენტრალური მატჩი სენტ ეტიენში გაიმართა. ადგილობრივი გუნდი ევროსაგზურისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტს, „მარსელს“ მასპინძლობდა. სტუმრებმა ანგარიში 64-ე წუთზე გახსნეს და ისინი მოგებასთან ძალიან ახლოს იყვნენ, მაგრამ მე-2 დამატებულ წუთზე, ბრანდაომ „მწვანეებს“ ქულა გადაურჩინა.
ზედიზედ მე-2 თამაში მოიგო ევროსაგზურისთვის მებრძოლმა კიდევ ერთმა გუნდმა, „ლიონმა“. რემი გარდის შეგირდებმა ბოლოადგილოსან „აიაჩოს“ უმასპინძლეს და მეტოქის 3-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტეს.
ბოლო 7 თამაშიდან მე-6 ვერ მოიგო მე-3 ადგილზე მყოფმა „ლილმა“. რენე ჟირარის გუნდი უმაღლესში დარჩენისთვის მებრძოლ „ევიანს“ ეწვია. სტუმრები 2-ჯერ აგებდნენ, მაგრამ ორიჟისა და მენდესის გოლებით ქულა მაინც მოიპოვეს. თამაშის ბოლო გოლი „ლილმა“ მე-3 დამატებულ წუთზე გაიტანა.
ლიონი-აიაჩო 3:1 (1:0)
ლიონი, “ჟერლანი”
ლიონი (4-1-3-2): ა. ლოპესი, მ. ლოპესი (ტოლისო 83), ბისევაცი, უმტიტი, ბედიმო, გონალონი, ფოფანა, გრენიე, ფერი (კონე 75), ლაკაზეტი (ბრიანი 51), გომისი.
მწვრთნელი: რემი გარდი.
აიაჩო (4-1-3-2): ოჩოა, მოსტეფა, პეროცო, დიელნა, დიარა (გონსალვესი 70), ტონუჩი, ლასნე (იაკოვენკო 85), ფატი, ანდრე, კავალი, ტალო (ოლიეში 61).
მწვრთნელი: კრისტიან ბრაკონი.
გოლები: 1:0 ფოფანა (43), 2:0 ბრიანი (69), 2:1 ოლიეში (82), 3:1 გომისი (89).
გაფრთხილებები: ფერი 72 - პეროცო 29, ტონუჩი 78.
მსაჯი: ბართოლომო ვარელა.
ბურთის ფლობა: 61%-39%, დარტყმა: 16 (8)-10 (2), კუთხური: 7-1, თამაშგარე: 3-3, სეივი: 1-5, ჯარიმა: 13-14.
ევიანი-ლილი 2:2 (1:1)
ენსი, “პარკ დე სპორტსი”
ევიანი (4-2-3-1): ლაკე, ვასი, ანგულა, მონგონგუ, საბალი, სორლინი, კონე (კამბონი 82), სუგუ, ბარბოსა, ბერიგო (ნ’სიკულუ 90), რუბენი (ფაკუნდო 83).
მწვრთნელი: პასკალ დუპრაზი.
ლილი (4-3-1-2): ენიეამა, ბაზა (როზენალი 71), კიაერი, სუმაორო, სუარე (მენდესი 79), ბალმონი, მავუბა, გეიე, ორიჟი, კალუ, რუ (როდელინი 64).
მწვრთნელი: რენე ჟირარი.
გოლები: 1:1 ბერიგო (15), 1:1 ორიჟი (23), 2:1 მონგონგუ (64, პენ), 2:2 მენდესი (90+3).
გაფრთხილებები: კონე 27, რუბენი 80, ანგულა 89 - სუარე 19.
მსაჯი: ლორან დუამელი.
ბურთის ფლობა: 41%-59%, დარტყმა: 7 (4)-9 (4), კუთხური: 2-2, თამაშგარე: 3-8, სეივი: 2-2, ჯარიმა: 18-8.
სენტ ეტიენი-მარსელი 1:1 (0:0)
სენტ ეტიენი, “ჟოფრუა გიშარი”
სენტ ეტიენი (4-3-3): რუფიე, პერინი, სალი, ზუმა, ტრემულინა, ლემუანი (ერდინგი 86), კლემენი, კოადე (კონე 76), ამუმა, ბრანდაო, ტაბანუ (მოლო 76).
მწვრთნელი: კრისტოფ გალტიე.
მარსელი (4-1-3-2): მანდანდა, ჯეჯე, დიავარა, მენდესი, მორელი, ნ’კულუ, პაიე (შეირუ 86), რომაო, ა. აიუ, ვალბუენა (ტოვინი 73), ჟინიაკი.
მწვრთნელი: ჟოზე ანიგო.
გოლები: 0:1 ნ’კულუ (64), 1:1 ბრანდაო (90+2).
გაფრთხილებები: ლემუანი 83 - დიავარა 11, მენდესი 53, მორელი 67.
მსაჯი: ფრედი ფოტრელი.
ბურთის ფლობა: 51%-49%, დარტყმა: 16 (4)-10 (3), კუთხური: 6-4, თამაშგარე: 3-1, სეივი: 2-3, ჯარიმა: 13-14.