ფეხბურთი

1:24 | 4.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

„სენტ ეტიენმა“ „ბორდოს“ ვერაფერი მოუხერხა

ლიგა ერთის 35-ე ტურის გახსნით მატჩს „სენტ ეტიენი“ ძალიან მოტივირებული შეხვდა. „მწვანეები“ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვიან და „ბორდოსთან“ მოგება გუნდს სანუკვარ მე-3 ადგილზე მინიმუმ 2 დღით გადაიყვანდა.

„ჟოფრუა გიშარზე“ გამართულ შეხვედრაში, კრისტოფ გალტიეს გუნდი ბევრ კი ეცადა, მაგრამ ბოლო 8 მატჩში მე-6 ფრეს თავი მაინც ვერ აარიდა. თუმცა, „სენტ ეტიენი“ კვლავ რჩება ერთადერთ გუნდად, რომელსაც 2013 წელს წაგება არ აქვს.

 

სენტ ეტიენი-ბორდო 0:0

სენტ ეტიენი, “ჟოფრუა გიშარი” 24229

სენტ ეტიენი (4-3-3): რუფიე, კლერკი, ზუმა, სალი, გულამი, ლემუანი, გილავოგი, კოადე (ბოდმე 63), ამუმა (მოლო 74), ბრანდაო, ობამეიანგი.

მწვრთნელი: კრისტოფ გალტიე.

ბორდო (4-2-3-1): კარასო, მარიანო, ენრიკე, სანე, პუნჯე, ბიოგო პოკო, ტრაორე, ფობერი, ობრანიაკი (პლაზილი 38), სევე (საკო 82), როლანი (ბენ კალფალა 65).

მწვრთნელი: ფრანსის ჟილო.

გაფრთხილებები: კლერკი 74  - ენრიკე 67, საკო 90+3.

მსაჯი: ნიკოლა რეინვილი.

ბურთის ფლობა: 57%-43%, დარტყმა: 13 (6)-4 (0), კუთხური: 10-0, თამაშგარე: 3-2, სეივი: 1-6, ჯარიმა: 9-9.

0.120474