ფეხბურთი

21:40 | 4.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

“სენტ ეტიენის” მთავარმა მწვრთნელმა ვარჯიშზე ქალა-ტვინის ტრავმა მიიღო

ფრანგული “სენტ ეტიენის” დამრიგებელს, კრიტოფ გალტიეს მწვრთნელებისთვის იშვიათი რამ შეემთხვა – მან, ერთ-ერთ ვარჯიშზე, ტრავმა მიიღო.

დღეს, დილის ვარჯიშზე, გალტიე წაიქცა და მან თავი გადასატან კარს დაარტყა. L’Equipe-ს ცნობით, 47 წლის სპეციალისტს დაახლოებით 3 წუთის განმავლობაში გონება დაკარგული ჰქონდა.

გალტიე საავადმყოფოში წაიყვანეს, სადაც მას ქალა-ტვინის ტრავმა დაუდგინდა. ექიმების განცხადებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

0.119954